"სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოს იქნება" - ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ეფექტური ვაქცინის შექმნა დასრულდება.
წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ სხვა გადამდები დაავადებების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ვაქცინის შექმნამ ითამაშა.
„მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ეფექტური ვაქცინის შექმნით - საკითხავია, როდის მოხდება ეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. ვაქცინის შესაქმნელად კომპანიები რისკზე მიდიან - ეს ნიშნავს არა ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას, არამედ ფინანსური ხარჯების ზრდას, როდესაც მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე იწყება. თუ მათი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ დიდი რაოდენობის ვაქცინების გაყიდვას, თუმცა თუ ვაქცინა არაეფექტური იქნება, კომპანიები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, - განაცხადა ფაუჩიმ.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი