ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა.
ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭო ავრცელებს.
ევროკომისიის შეფასებით, რადგანაც მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.
ასეთი შემზღუდავი ზომები თავდაპირველად 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დესტაბილიზაციური მოქმედებების გათვალისწინებით დაწესდა და ეხება ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სფეროს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით