მედიის ცნობით, ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა
ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს.
Deutsche Welle-ს რუსული გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 43 წლის ბლოგერი მამიხან უმაროვია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.
ავსტრიის სპეცრაზმმა მსროლელი ქალაქ ლინცში დააკავა. მკვლელობის მოტივები ამ დროისთვის უცნობია. გაზეთ Osterreich-ის თანახმად, მსროლელი ასევე ჩეჩნეთის მოქალაქეა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით