საფრანგეთში ქალი ატრაქციონიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
საფრანგეთში, უაზას დეპარტამენტში მდებარე სენ-პოლის გასართობ პარკში ქალი "ფორმულა 1"-ის ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას Courrier picard ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა, თუმცა, მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გარდაცვლილი 40 წლის ქალბატონია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერიტორია სადაც ინციდენტი მოხდა დაკეტილია, თუმცა პარკი ფუნქციონირებას განაგრძობს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი