ჩრდილოეთ ეგვიპტის სანაპიროებთან 11 ადამიანი დაიხრჩო
ჩრდილოეთ ეგვიპტის სანაპიროებთან, რომელიც კლდოვანი რელიეფითა და სწრაფი დინებით არის ცნობილი, გუშინ ღამით 11 ადამიანი დაიხრჩო.
ამის შესახებ ინფორმაციას CTV ავრცელებს.
ტრაგედია ხმელთაშუა ზღვის ალექსანდრიის სანაპიროზე მოხდა. ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, 10 ადამიანი ზღვაში საბანაოდ შესული ბიჭის გადასარჩენად გაემართა. თუმცა, ათივე მაშველი და არასრულწლოვანი ბიჭი ზღვამ იმსხვერპლა.
ალექსანდრიის ტურიზმისა და კურორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 6 ადამიანის ცხედრები ამოიყვანეს, საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ეგვიპტის სანაპიროები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამ დრომდე დახურულია.
სიახლეები
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
- რობოტი ძაღლები ცნობილი სახეებით – ბერლინში ახალი ინსტალაცია გაიხსნა
- ,,დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, ქართულ პოლიტიკას მალე ჩამოსცილდებიან"- გურამ მაჭარაშვილი
- უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით შეტევების შედეგად
- ,,ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი