რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით 95 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 95 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 14 058-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 462-ით გაიზარდა და 845 443-ს მიაღწია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
რუსეთში კორონავირუსისგან 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 114 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი