ბალტიის ქვეყნები ლუკაშენკოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრებმა ბელორუსის ხელისუფლებას ახალი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
”პრემიერ-მინისტრი ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები, უზრუნველყოს პროცედურების გამჭვირვალობა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა,” - ნათქვამია ერთობლივი განცხადებაში.
ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში ასევე მოუწოდეს ბელორუსის ხელისუფლებას შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და გაათავისუფლონ აქციის დაკავებული მონაწილეები.
ამასთან, ბელარუსში აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი