იაპონიაში ძლიერ სიცხეებს 148 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძლიერი სიცხეების გამო აგვისტოს თვეში დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტოკიოს სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიუროს მონაცემებით, მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში ძლიერ სიცხეებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა 80%-ს 70 წელს გადაცილებული, ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ჰაერის ტემპერატურა ტოკიოში 32-დან 37 გრადუსამდე მერყეობს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით