ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს შეისწავლის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ტრამპის განცხადებით, იმის მტკიცებულება, რომ ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ბრალეულობა იკვეთება, თეთრ სახლს ამ დროისათვის არ გააჩნია, თუმცა აღნიშნულ საქმეს აუცილებლად შეისწავლის. ამის შესახებ CNN წერს.
"ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს დადასტურდა, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა. ჯერ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ ამ საკითხს შევისწავლით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი