გაერო-მ COVID-19 ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ გამოწვევად აღიარა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი რეზოლუცია გამოსცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ COVID-19 ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
რეზოლუციას 169 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. აშშ და ისრაელი წინააღმდეგი იყვნენ, უკრაინამ და უნგრეთმა კი თავი შეიკავეს.
ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიას აქვს დამანგრეველი გავლენა საზოგადოების, ეკონომიკის, დასაქმების, მსოფლიო ვაჭრობის, მოგზაურობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და კომერციის კუთხით.გენერალური ასამბლეის განცხადებაში აღნიშნული, რომ პანდემიის შედეგები გაცილებით რთულია ქალთა, მოხუცთა, ახალგაზრდებისა და ბავშვების, ღარიბთა და სოციალურად დაუცველთა სიცოცხლისთვის. ამავდროულად, რეზოლუციის თანახმად, გაერო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, პანდემიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის, სიძულვილის, რასიზმისა და ქსენოფობიის ზრდის გამო.
ორგანიზაცია ქვეყნების მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სისტემების გაძლიერებისაკენ მოუწოდებს, რათა მოქალაქეებმა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა, სამკურნალო საშუალებები, წამლები და ვაქცინები დროულად მიიღონ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი