დონალდ ტრამპი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს
ყოფილი მოდელი ემი დორისი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ The Independent წერს.
დორისის თქმით, ინციდენტი 1997 წელს, ჩოგბურთის ტურნირ "US Open-ის" დროს მოხდა. მოდელი ამტკიცებს, რომ ტრამპი მას საპირფარეშოსთან დაესხა თავს, რომელიც მის VIP-ლოჟასთან მდებარეობდა. მაშინ დორისი 24 წლის იყო.
"მან უბრალოდ ხახაში ენა შემიყო და მე მას ხელი ვკარი. შემდეგ მისი ქმედებები უფრო მძლავრი გახდა, მან უკანალზე, მკერდზე, ზურგზე, ყველაფერზე მომითათუნა ხელი", - ამბობს დორისი.
მოდელის თქმით, ის ტრამპის მკლავებიდან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.
"არ ვიცი, რა ჰქვია იმას, როდესაც შენ ვიღაცას ენას ხახაში უყოფ. მე ის კბილებით გამოვაგდე. ვაწვებოდი. მგონი, ენაც კი დავუზიანე", - იხსენებს მოდელი.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ის ყოფილ მოდელს არასოდეს სდევნიდა, აყენებდა შეურაცხყოფას და იქცეოდა შეუსაბამოდ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი