ნიგერიაში გაუპატიურებაში ბრალდებულებს კასტრაციით, ან სიკვდილით დასჯიან
ნიგერიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცების კასტრაციით, ხოლო 14 წლამდე ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან.
ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ნიგერიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს გაუპატიურების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ქალთა ჯგუფები მოძალადეების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდნენ, მათ შორის სიკვდილით დასჯას.
ახლად შესწორებულ სისხლის სამართლის კოდექსში ასევე აღნიშნულია, რომ 14 წელზე უფროსი ასაკის ადამიანის გაუპატიურების ბრალდებით მსჯავდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ახალი კანონი ქალებსაც შეეხოთ. ქალი, რომელიც ნასამართლევია 14 წლამდე ბავშვის გაუპატიურებაში, სასჯელის სახით საშვილოსნოს მილების ამოღება ემუქრება.
"აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, რადგან დავიცვათ ბავშვები ამ მძიმე დანაშაულისგან", - განაცხადა გუბერნატორმა.
ახალი კანონის მიღებამდე, გაუპატიურებისთვის ბრალდებულთა უმაღლესი სასჯელი 21 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ბავშვის გაუპატიურებისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით