ჩინეთში, სკოლის მასწავლებელმა არასწორი პასუხისთვის მოსწავლე ცემით მოკლა
ჩინეთში, გუანიუანის პროვინციაში მათემატიკის მასწავლებელმა დაწყებითი კლასის მოსწავლეს, რომელმაც კითხვაზე არასწორად უპასუხა, სასიკვდილოდ სცემა.
ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 სექტემბერს ჩინეთი მასწავლებლის დღეს აღნიშნავდა. ათი წლის მოსწავლე გოგონა სკოლაში ყვავილებით მივიდა და მათემატიკის მასწავლებელს დღესასწაული მიულოცა. მათემატიკის გაკვეთილის მიმდინარეობისას გოგონამ ორ შეკითხვას ვერ უპასუხა, რის გამოც მასწავლებელმა ის მუხლებზე დააყენა, შემდეგ კი ყური აუწია და თავში რტყმა დაუწყო.
გოგონას ტყუპმა დამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა ნაცემმა ტყუპისცალმა დამოუკიდებლად წამოდგომა ვერ შეძლო. საკუთარ მერხთან დაბრუნებაში მას მოსწავლეები დაეხმარნენ. დაახლოებით სამი საათის შემდეგ მასწავლებელმა გოგონას ბებიას დაურეკა და მოსწავლის ავადმყოფური შესახედაობის გამო მისი სკოლიდან წაყვანა მოითხოვა. სკოლაში მისულმა ბებიამ შენიშნა, რომ მის შვილიშვილს ლაპარაკი და თვალების გახელა არ შეეძლო. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბებიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გოგონას მათემატიკის გაკვეთილზე დასწრების ყოველთვის ეშინოდა, ვინაიდან მასწავლებელი ფიზიკურ დასჯას ხშირად მიმართავდა.
სამართალდამცავებმა მასწავლებელი და სკოლის დირექტორი დააკავეს. ამ დროისათვის, მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
სიახლეები
- ოსპის წვნიანი
- “დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება ისტორიული” - მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიაზე
- “ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ახლა მნიშვნელოვანია შეუპოვრობა” - ხოშტარია შიმშილობის მე-3 დღეს
- „რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა“, ამბობენ უკრაინის საჰაერო ძალებში
- “სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა ევინის ციხეზე ისრაელის იერიშს” - ირანის სასამართლო