ვინ სცადა დონალდ ტრამპის მოწამვლა?
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობის გამოძიებაში კანადის პოლიცია ჩაერთო.
CBC-ის ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნა კანადამ FBI-სგან მიიღო.
კანადის პოლიციის ცნობით, გამოძიების შედეგად მიღებული პირველადი ინფორმაცია მიუთითებს, რომ თეთრ სახლში მომწამვლელი ნივთიერების შემცველი პაკეტი კანადიდან გაგზავნეს.
19 სექტემბერს CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირის დასაწყისში, დონალდ ტრამპის მოწამვლის მიზნით, თეთრ სახლში ნივთიერება რიცინის შემცველი პაკეტი გაგზავნეს.
შხამიანი ნივთიერება რიცინი ღებინებას, შინაგანი სისხლდენას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით