შესაძლოა კვლავ სრულ კარანტინს დავუბრუნდეთ - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, მაიკ რაიანის განცხადებით, მსოფლიოში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის გლობალურ გავრცელებამდე, შესაძლოა კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორ მილიონამდე გაიზარდოს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსოფლიოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით თითქმის ერთი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, მაიკ რაიანის განცხადებით, შეთანხმებული მოქმედებების გარეშე ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში, მთელ ევროპაში ინფექციების ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება.
”საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ დაავადების შემაშფოთებელ ზრდას... სრული ჩაკეტვა თითქმის უკანასკნელი საშუალებაა - და საკმაოდ რეალურია აზრი, რომ სექტემბერში კვლავ მას დავბრუნდით”, - განაცხადა მაიკ რაიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში გამართული ბრიფინგისას.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”