პოლონეთში ქართველი სპორტსმენი გმირობისთვის დააჯილდოვეს
ნუკრი დავითაშვილს პოლონეთის პოლიციამ მადლობა გადაუხადა.
ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტია, როდესაც ქართველმა ყოფილმა სპორტსმენმა ახალგაზრდა კაცი თავდასხმისაგან გადაარჩინა.
ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა "ტვიტერით" გაავრცელა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის კაცს ვარშავის ცენტრში ორი პირი დაესხა თავს. ნუკრი დავითაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჩაიარა.და მსხვერპლს გამოესარჩლა. აგრესიულად განწყობილი თავდამსხმელები მარტივად მოიგერია და ახალგაზრდას დაეხმარა.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, ადგილიდან მაკრატელი და სამზარეულოს დანა ამოიღეს. დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. პოლიციამ თვითმხილველების გარდა, დაზარალებულიც დაკითხა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი