რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 10 499 პირი დაინფიცირდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,215,001-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 107 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 21,358-ს შეადგენს.
რუსეთში კორონავირუსისგან 979,143 ადამიანი განიკურნა, ხოლო 214,500 კვლავ ინფიცირებულია.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით