აშშ-ის რამდენიმე შტატში ხმების დათვლა ისევ არ დასრულებულა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე შტატში არ დასრულებულა ხმების დათვლა.
ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენი ლიდერობს.
ამასთან, მიჩიგანში მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ბიბისი“ -ის ინფორმაციით, მოსამართლე სინტია სტივენსმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღო.
შეგახსნებთ, დონალდ ტრამპი ითხოვდა, რომ მიჩიგანში ხმების დათვლის პროცესი შეჩერებულიყო, რადგან რესპუბლიკური პარტიის დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება, პროცესს მონიტორინგი გაუწიონ.
მიჩიგანი ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
პარალელურად, დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ნევადაში ხმა მისცა ათასობით ადამიანმა, რომელიც შტატში არ ცხოვრობს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრმა, რიჩარდ გრენელმა გააკეთა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
ნევადა ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ შტატში გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი საარჩევნო კოლეგიის ექვს ხმას მიიღებს.
ამ დროისთვის, ნევადაში 12 000 ხმით დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე