საფრანგეთში, მღვდელზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ბერძნული ეკლესიის მახლობლად მომხდარი სროლის საქმეზე საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს.
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი მამაკაცი 6 ნოემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მასთან ერთად დაპატიმრებულია მისი მეუღლეც, რომელიც რუსეთის 35 წლის მოქალაქეა.
გაზეთის ცნობით, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. მან დაკითხვაზე განაცხადა, რომ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, ვინაიდან ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე მღვდელთან ღალატობდა. ბრალდებულის თქმით, მღვდლის მოკვლა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. სამართალდამცველებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ იარაღი მდინარე სონაში ჩააგდო.
ლიონის პროკურორმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილის მეუღლეს დაზარალებულ მღვდელთან ურთიერთობა ნამდვილად ჰქონდა. თავად მღვდელი კომიდან ცოტახნის წინ გამოვიდა და დამნაშავის ამოცნობა შეძლო.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქე აქამდე მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო იყო ნასამართლევი. ჩხრეკის დროს მის სახლში კიდევ ერთი იარაღი აღმოაჩინეს.
ხოლო, ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მღვდელის მიმართ გამოძიება მიდინარეობს. მას მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, ბერძნული ეკლესიის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად მართლმადიდებელი მღვდელი დაიჭრა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო