"ათი ათასობით უკანონო ხმა ჩათვალეს რაც შედეგებს მთლიანად ცვლის" - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
”სამშაბათს, საღამოს 8 საათის შემდეგ, არჩევნების დღეს, ათი ათასობით უკანონო ხმა ჩათვალეს, რაც მთლიანად და მარტივად ცვლის პენსილვანიისა და ზოგიერთი მცირე შტატის შედეგებს”, - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ხმები გაქრა იმის გამო, რომ პენსილვანიასა და კიდევ რამდენიმე ადგილას საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლები არ დაუშვეს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი