ვინ არის ჯო ბაიდენი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი
ჯო ბაიდენს საკმაოდ დიდი პოლიტიკური წარსული აქვს და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გამოცდილ წარმომადგენლად ითვლება.
35 წელზე მეტ ხანს ის დელავერის შტატის სენატორი იყო და აშშ-ის 44 პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ინაუგურაციის მომენტში, 2021 წლის 20 იანვარს ის 78 წლის იქნება. ამრიგად, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება.
ბაიდენის შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის კორონავირუსთან ბრძოლა იქნება. ის ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამ მიმართულებით მუდმივად აკრიტიკებდა, მოსახლეობას კი პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებდა. ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას ეხებოდა და ის გეგმის წარდგენას პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გეგმავს.
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მისი მიზანი ამერიკის გაერთიანებაა. ის პირობას დებს, რომ იმათი ინტერესებისთვისაც იშრომებს, ვინც მას ხმა არ მისცა.
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებში დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. ბაიდენი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება მოსახლეობას. ამის მიღწევას კი მდიდრებისთვის საგადასახადო შემცირებებზე უარის თქმით აპირებს, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო.
ასევე ბაიდენი კლიმატის საკითხებისთვის მეტი ყურადღების დათმობას გეგმავს და ამბობს, რომ 2050 წლისთვის აშშ ენერგიის განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა. ის საკმაოდ ცნობილია. ბაიდენის მთავარი დაპირება "მსოფლიო არენაზე აშშ-ის პატივსაცემი ლიდერობის აღდგენაა". ბაიდენი ასევე NATO-სთან ურთიერთობას "შენ - მე, მე - შენ" პრინციპით განიხილავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება, რადგან ნდობა რუსეთისადმი ძალიან დაბალია, რაც უკრაინას, საქართველოსა და სხვა საკითხებს უკავშირდება. კონგრესი, სენატი, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ერთ აზრზე არიან - რუსეთთან დაკავშირებით კურსი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
ჯამში ბაიდენი იმითაა ცნობილი, რომ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაშინაც კი, თუკი მათი აზრი არ ემთხვევა. ის ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას, - ამბობენ ექსპერტები.
საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა. სწორედ ამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში. გამარჯვებისთვის მას 270 ხმა სჭირდებოდა. მის მხარდამჭერებს ის მოსწონს და საპრეზიდენტო მანდატს ანდობენ. გაამართლებს თუ არა ის მოლოდინებს, ამას დრო აჩვენებს.
სიახლეები
- “გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა
- “დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო “ - მამუკა მდინარაძე
- “ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს – ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში” - მერაბ მეტრეველი
- ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით, საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
- “ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა; ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება” - რომან გოცირიძე