რა სასარგებლო თვისებები აქვს კარალიოკს
ცივ ამინდებში ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კარალიოკი უებარი წამალია. იგი საკმაოდ კალორიული ხილია. მასში უხვად თავმოყრილი C ვიტამინის წყალობით, ის შველის რესპირატორულ დაავადებებს და გრიპს, ხოლო ბეტა-კაროტინის საშუალებით ახალი იმუნური უჯრედების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ბეტა-კაროტინის შემცველობა ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. გარდა ამისა, კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ მამოძრავებელი დაავადებების და ანემიისა დროს. კარალიოკი უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს, რადგან მასში საკმაო რაოდენობის იოდია.
კარალიოკი გარდა C და B ვიტამინებისა, მდიდარია ასევე A ვიტამინითაც, რომელიც ჩვენი მხედველობისთვის აუცილებელი კომპონენტია. ამგვარად, კარალიოკი კონიუქტივისა და მხედველობის პრობლემებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
კარალიოკი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან იგი მდიდარია საკვები უჯრედისით, რომელიც კუჭ-ნაწლავის სწორად მოქმედებისთვის არის საჭირო. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ В6-ს და ფოლიუმის მჟავას, რომლის წყალობითაც რეგულირდება საჭმლის მონელების პროცესი.
უამრავი ვიტამინის გარდა კარალიოკი გაჯერებულია ანტიოქსიდანტი ფლავანოიდებით, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს. კარალიოკის კანი ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს.
კარალიოკი თავისი თვისებებით განსაკუთრებით სასარგებლოა გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს.
იგი შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რომლებიც ტვინის კვებისთვის არის საჭირო: თუთიას, კობალტს, ფოსფორს, ასევე, ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. კარალიოკი დაგეხმარებათ ათეროსკლეროზთან ბრძოლაში. ის ასევე გახლავთ ანტისტრესული საშუალება.
კარალიოკი ძლიერ შარდმდენ საშუალებად მიიჩნევა. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ მავნე ნივთიერებებს გამოდევნის და კალიუმის წყალობით არ გამოაქვს ორგანიზმიდან საჭირო მინერალები და ვიტამინები.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო