"ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დასახელდნენ
ოქროს გლობუსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ფილმმა „ძაღლის ძალა“ „ოქროს გლობუსი“ კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ მიიღო, მისი ავტორი, ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი კი საუკეთესო რეჟისორი გახდა. ამის შესახებ BBCწერს.
საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ დასახელდა.
გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო კაც მსახიობად დრამატულ ფილმში უილ სმიტი დასახლდა („მეფე რიჩარდი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ნიკოლ კიდმანი („რიკარდოს როლში“). საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ აღიარეს. საუკეთესო დრამატული სერიალი „მემკვიდრეები“ გახდა. გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების 79-ე ცერემონია ნომინანტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ის არც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - ტელეკომპანია NBC-მ ტრანსლაციაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 2021 წლის თებერვალში დაჯილდოების ორგანიზატორები ჟიურიში შავკანიანი წევრების არარსებობის გამო გააკრიტიკეს.
„ოქროს გლობუსის“ ცერემონია 1944 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია