"გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი

გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე. სხვა არანაირი გზა არ არსებობს , - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, უნგრეთის არჩევნების შედეგად ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველა უნდა დაიჭიროს და თავისუფალი არჩევნები არასდროს ჩაატაროს, ტელევიზიები დახუროს, სოციალური ქსელები შეზღუდოს, ევროპა და ამერიკა კი ახლოსაც არ გაიკაროს, რასაც საქართველოს მოსახლეობამ საერთო ეროვნული რადიკალური და გაბედული წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს.

„რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?

როგორც დღემდე თვლის, რომ მე დასავლეთს აყოლილი სულელი ვიყავი, როცა პატიოსან არჩევნებს ვატარებდი და ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე და ივანიშვილი არ დავიჭირე, რომ შევარდნაძე სუსტი იყო იმის გამო რომ "გამაბლატავა", არ დამიჭირა, რომ ასლან აბაშიძემ ზედმეტად ადვილად დათმო ხელისუფლება,

ზუსტად ასევე, ახლა ფიქრობს, რა სულელი აღმოჩნდა ორბანი, რომ მადიარი არ დაიჭირა და არჩევნები თავისუფლად ჩაატარა.

ჰოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველა უნდა დაიჭიროს და თავისუფალი არჩევნები არასდროს არც უნდა გაივლოს გულში. ტელევიზიებიც უნდა მოხუროს, სოციალური ქსელები შეზღუდოს, ხოლო ხალხი დალაიქებისთვის უნდა დააჯარიმოს და ჩაკეტოს, ხოლო ევროპა სათოფეზე არ უნდა გაიკაროს (პრინციპში ამერიკაც) და არც მარტო რუსეთის იმედზე არ უნდა დარჩეს.

რით უნდა გავცეთ ამაზე პასუხი?

არა მხოლოდ ფილარმონიიდან რუსთაველამდე ბოლთის ცემით, არამედ საერთო ეროვნული რადიკალური და გაბედული წინააღმდეგობით. სამოქალაქო აქტიური ქმედების ჯგუფების შექმნით, ერთიანობით და შეტევით.

გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე. სხვა არანაირი გზა არ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 69 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.