ელტონ ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი გასულ ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ საკუთარ სახლში დაეცა. შემთხვევა ნიცაში, ელტონ ჯონის ვილაში მოხდა.
როგორც მედია წერს, მომღერალი ახლა უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
76 წლის ელტონ ჯონი დაცემის შემდეგ მონაკოს პრინცესა გრეის სახელობის კლინიკის ორთოპედიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
მომღერლის წარმომადგენელი BBC-სთან ადასტურებს, რომ მომღერალი საკუთარ სახლში დაეცა.
"პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზნით ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მთელი ღამით კლინიკაში იყო, ყველანაირი შემოწმების შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს. ის უკვე სახლშია, ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს", - აცხადებს ელტონ ჯონის წარმომადგენელი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი