ბერლინალეზე საუკეთესო ქალისა და კაცი მსახიობის ნომინაციები უქმდება
"გვჯერა, რომ ჯილდოების გენდერის ნიშნით განაწილებაზე უარის თქმა კინოინდუსტრიას გენდერულად უფრო სენსიტიურ ატმოსფეროს შეუქმნის", - ამის შესახებ "ბერლინალეს" ხელმძღვანელებმა, კარლო შატრიანამ და მარიეტე რისენბექმა განაცხადეს.
ბერლინის პრესტიჟული კინოფესტივალის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციები "ბერლინალეზე" უქმდება და ისინი გენდერულად ნეიტრალური ნომინაციებით შეიცვლება.
ცვლილების თანახმად, "ბერლინალეზე" მსახიობები "საუკეთესო მთავარი როლსა" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" კატეგორიებში გაერთიანდებიან.
ტეგები:
სიახლეები
- "არ არსებობს ეგ პროცესი ჩემთვის, შესაბამისად ვერც განაჩენი განსაზღვრავს რამეს" - ელენე ხოშტარიას გზავნილი ციხიდან
- 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია
- ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი
- გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს