ამ გვერდის ამობედვა

ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა.

კერძოდ, საქსტატის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელარუსული კომპანიაა.

რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელარუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელარუსული კომპანიაა.

ამასთან, აქტიურია 1502 რუსულ-ბელარუსული სუბიექტი, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელარუსული კომპანიაა.

ცნობისთვის, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსულთან ერთად, ბელარუსული კომპანიებიც არიან.

წაკითხვა 352 ჯერ