ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2024”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 4 თვით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა.
დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა.
მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება.
Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს.
დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის" მაჩვენებელზე მეტია.
ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-ს ინდექსმა მასშტაბური ვარდნა განიცადა 2011 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.