"2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას"- ირაკლი ღარიბაშვილი
2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.
„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე