შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტი იწყება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ივლისსა და აგვისტოში ტრენინგების კურსი – „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის არის განკუთვნილი.
ტრენინგებზე დასწრება სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლებათ.
ტრენინგის, რომელსაც საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის ტრენერები გამართავენ, თემებია ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.
სასწავლო კურსები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, გორი, კასპი და ხაშური.
სიახლეები
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 იანვრისთვის
- "70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართვეოში