"70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა"

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კერძოდ, ჩერგოლეიშვილი აზიარებს მურთაზ ზოდელავას განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზოდელავა ამბობს, რომ „4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და მოვიდა ბევრი ადამიანი“.

„ამ „კრეატივის“ სიმართლით იაროს მიშა სააკაშვილმა!

„თბილისის აგდებას რა უნდა“

– ეფესბეს შნირის, ვალერი გელბახიანის კრეატივზე უკეთესი არაფერი ეღირსოს სააკაშვილს და ყველა მის მოკავშირეს.

სინამდვილეში კრეატიული მესიჯები კი არ იყო გავრცელებული:

– ხაზარაძე და სააკაშვილი გარიგდა ერთმანეთში „თავდაუსხმელობაზე“;

– იყიდეს ეგ „კრეატიული“ დღის წესრიგი ოლიგარქიული ტელეკანტორებით და დაბლოკეს კრიტიკა! (ორთვიანი „მოდელირებული ქრონიკა“ გიზგიზებდა ოპო არხებზე);

– ტელემედიების მეშვეობით დისკრედიტაცია გაუკეთეს დემოკრატიულ პროცესს (რვიანი არა ცხრიანი, რა დროს სეირნობაა, ვისაც 4 ოქტომბრის დამხობის არ სჯერა, ქოცია), რადგან ვერც ხაზარაძე და ვერც სააკაშვილი დემოკრატიულ პროცესში თავს ვერ პოულობენ – ან ყველაფერი, ან არაფერი პრინციპით მოქმედებენ;

– ტელემედიიის და ინტერნეტტროლების მეშვეობით ჯოგად აქციეს ოპო პარტიები – გააჩუმეს ისინიც, ვინც სიგიჟედ თვლიდა ამ ავანტიურას (გამონაკლისები წესს ვადასტურებთ);

შედეგად, 70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

წაკითხვა 73 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.