New York Times-მა 2025 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის ქუთაისი დაასახელა
New York Times-მა გამოაქვეყნა იმ მიმართულებების ს სია, სადაც მოგზაურობასაც თავის მკითხველს ურჩევს 2025 წელს.
52 ადგილს შორის საქართველოს ერთ-ერთ ქალაქსაც შეხვდებით. გამოცემა 37-ე პოზიციაზე ქუთაისს ასახელებს.
ქუთაისი სტოკჰოლმის არქიპელაგსა და ოსაკას შორის მოექცა.
პირველ ადგილზე გამოცემა ინგლისურ ქალაქს, ბათის ასახელებს, სადაც ჯეინ ოსტინი 1801-დან 1806 წლამდე ცხოვრობდა, სწორედ ამიტომ, ქალაქი სიაში "ჯეინ ოსტინის ინგლისად" არის მოხსენიებული.
გთავაზობთ სრულ სიას:
1. ჯეინ ოსტინის ინგლისი
2. გალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი
3. ნიუ-იორკის მუზეუმები
4. ასამი, ინდოეთი
5. "თეთრი ლოტუსის" ტაილანდი
6. გრენლანდია
7. ექს-ან-პროვანსი, საფრანგეთი
8. სან ველი, აიდაჰო
9. ლუმბინი, ნეპალი
10. სიდნეი, ავსტრალია
11. კოიმბრა, პორტუგალია
12. ანგოლა
13. ჰამბურგი, გერმანია
14. ნიკარაგუა
15. დოლომიტების მთები, იტალია
16. ეშვილი, ჩრდილოეთ კაროლინა
17. მაგდალენას მდინარე, კოლუმბია
18. ლოს კაბოსი, მექსიკა
19. ალიშანი, ტაივანი
20. ფლოუ ქანთრი, შოტლანდია
21. კრისტიანსანდი, ნორვეგია
22. ბუხარა, უზბეკეთი
23. ლექსინგტონი და კონკორდი, მასაჩუსეტსი
24. კანფრანკი, ესპანეთი
25. ბენინ სიტი, ნიგერია
26. ამსტერდამი
27. ნიუ ორლეანი
28. რაჯა ამპატი, ინდონეზია
29. დელფი, საბერძნეთი
30. ტოიამა, იაპონია
31. ფრანგული ბასკეთის ქვეყანა
32. კილიფი, კენია
33. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები
34. ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია
35. აღმოსავლეთი ლონდონი
36. სტოკჰოლმის არქიპელაგი, შვედეთი
37. ქუთაისი, საქართველო
სიახლეები
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე
- "რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"
- შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში
- საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან
- ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო