ამ გვერდის ამობედვა

პრომეთე, სათაფლია, მარტვილი, ოკაცე - ახალი ფასები კანიონებსა და მღვიმეებზე

კანიონებისა და მღვიმეების ტარიფები პირველი აპრილიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ინფორმაციას Facebook ჯგუფში "გიდ ინფო ქუთაისი“ კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე რიგ ობიექტებზე ფასები პრაქტიკულად გაორმაგდა, ზოგ შემთხვევაში კი უპრეცედენტოდ გაიზარდა.

"ინფო იმერეთი" გთავაზობთ ამ ეტაპზე რა ტარიფებია და პირველი აპრილიდან რა ტარიფი გახდება:

პრომეთეს მღვიმე

უცხო ქვეყნის მოქალაქე: 23 ლარი → 40 ლარი
საქართველოს მოქალაქე: 12 ლარი → 16 ლარი
ნავით გასეირნება: 15 ლარი → 30 ლარი

სათაფლია

უცხო ქვეყნის მოქალაქე: 20 ლარი → 30 ლარი
საქართველოს მოქალაქე: 10 ლარი → 15 ლარი

მარტვილის კანიონი

უცხო ქვეყნის მოქალაქე: 25 ლარი → 40 ლარი
საქართველოს მოქალაქე: 12 ლარი → 16 ლარი
ნავით გასეირნება: 20 ლარი → 20 ლარი (ფასი უცვლელია)

ოკაცეს კანიონი

უცხო ქვეყნის მოქალაქე: 20 ლარი → 30 ლარი
საქართველოს მოქალაქე: 10 ლარი → 16 ლარი

მისივე ცნობით, ანალოგიური ზრდა შეეხება სხვა ტურისტულ ობიექტებსაც.

? განახლებული ფასები ძალაში შევა 2026 წლის 1 აპრილიდან.

ამ დროისთვის ოფიციალური განმარტება, რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, საჯაროდ არ გავრცელებულა. 

წაკითხვა 82 ჯერ

სიახლეები