"ქუთაისში ჩვენ გავიმარჯვეთ"- გრიგოლ ვაშაძე
ბატონებო, ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
რაც შეეხება სხვა ოლქებს, ვაშაძის თქმით, ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლის განწყობა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „მთავარი შედგი მიღწეულია - ოპოზიციამ გაიმარჯვა“.
„ჩვენი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და გაყალბების არცერთ მცდელობას. შედეგი ნათელია, საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. აღარასდროს ეს ხელისუფლება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში იმედი მაქვს არ იქნება. რომ შევაფასოთ არჩევნები, უცნაური და ჭრელი არჩევნები იყო. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად როგორც ქუთაისში, დეკორაციები იყო კარგად შესახედი, ჩატარდა ყველაფერი წყანარად და მშვიდად, ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკმაოდ უხეში ფიზიკური ზემოქმედება მოახდინეს „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატზე. რამდენიმე უბანზე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გაყალბებისთვის და არც იქ ერიდებოდნენ ფიზიკურ ძალას, მაგალითად 30-ე უბანში. პრინციპში, ქუთაისი და კიდევ რამდენიმე ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობით, რაც გლდანში და მარნეულში იყო. დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთავარი შედგი მიღწეულია - ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია“, - განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან