"ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა" - ელენე ხოშტარია
პრობლემა მათ აქვთ! ისინი არიან ხელისუფლებაში და ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა", მესამე რაუნდს ველოდებით, - ამის შესახებ ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან გამჭვირვალე დიალოგს გეგმავს.
„ველოდებით მესამე რაუნდს. „ქართულ ოცნებას" არა თუ ერთი ნაბიჯი არა გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ვითომ მეორე ტურით, სადაც ხალხი არ მივიდა, კრიზისს უფრო აღრმავებს და რეალურად იქამდე მივდივართ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება. ოპოზიციის პოზიცია მყარია და ილუზია ნურავის ექნება, რომ ამას დაარღვევენ. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა", რომ რეალური ნაბიჯი გადადგას. „ქართული ოცნების" მთელი ტვირთია, ოპოზიციას რეალურად რაღაცა შესთავაზოს. პრობლემა მათ აქვთ! ისინი არიან ხელისუფლებაში და ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა". ჩვენ გარდა ამისა, რომ მესამე რაუნდს ველოდებით, საზოგადოებასთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს ვგეგმავთ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამჭვირვალე დიალოგს ვაპირებთ", - განაცხადა ხოშტარიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან