"ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა, ამ კრიზისს ვერც ეს ბიუჯეტი უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა"
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აფასებს.
კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს ის მძიმე კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია.
„აბსურდია საერთოდ ახლა ბიუჯეტზე და ამ დოკუმენტებზე საუბარი. როდესაც ჩართულები ვიყავით ჩვენ ასეთი დოკუმენტების განხილვაში, არც ერთხელ, ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია მთავრობას, ახლა მათ აქვთ სრული პასუხისმგებლობა, თვითონ გამოასწორონ ეს მარაზმი, რომელიც ქვეყანაში მოიტანეს, გინდა ბიუჯეტის მიღებით და გინდა ხარჯების გადათამაშებით. ფაქტია, რომ ამ კრიზისს, რომელიც მათ შექმნეს, ვერც ეს ბიუჯეტი ვერ უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა, იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა ჯანდაცვის კუთხით, ეკონომიკის კუთხით და ამას დაამატეს პოლიტიკური კრიზისი. ამრიგად, თვითონ მოუწევთ აქედან გამოძრომა და თუ ჰგონიათ, რომ ამით რაიმე არგუმენტი მოიგონეს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს, ძალიან ცდებიან. პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, თუ არ მოხდება, ისინი იქნებიან მარტონი პარლამენტში”, - განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. საშინაო ვალდებულებების ზრდა კი დაგეგმილი არაა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი