ქუთაისში კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში ჩვილები გამოჯანმრთელდნენ.
კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა, აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკისაა. როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.
ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან