მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება, რითაც უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან