სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას უჩივის
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მოითხოვა, რეაგირება ჰქონოდათ გვარამიას პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. ქარტიის განცხადებით, ადმინისტრაციის წერილში ეწერა, რომ 11 დეკემბერს გვარამიამ “შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი” პოსტი გამოაქვეყნა პრეზიდენტზე.
ქარტიაში ამბობენ, რომ გვარამიას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პირადი მოსაზრება არ არის მედიაპროდუქტი, ქარტია კი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დადგენილი სტანდარტებით მედიაპროდუქტის ეთიკურობას აფასებს — შესაბამისად, ამ პოსტს ვერ შეაფასებენ. გარდა ამისა, ქარტიაში აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
“აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი”, — აცხადებენ ისინი.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია