ამ გვერდის ამობედვა

“იუსტიციის მინისტრი რამდენიმე თვე ვიქნები” - გოჩა ლორთქიფანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის ჰააგის მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ეტაპობრივად.

როგორც თავად განმარტავს, ამ ეტაპზე არის არჩეული მოსამართლე, თუმცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს უფლებამოსილება ჯერ არ აქვს და ამისთვის მინიმუმ რამდენიმე თვეა საჭირო, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

 

“მე ვარ არჩეული მოსამართლე, მაგრამ არ ვარ მოსამართლე, რომელიც ჯერ თავისი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. სანამ ამას გავაკეთებ, უნდა დამთავრდეს სასამართლოს პროცედურები და პირველ რიგში, ჩეხმა მოსამართლემ უნდა დაასრულოს თავისი ვადა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ჩემი მხრიდან უფლებამოსილების შესრულება.

თავიდანვე გარკვეულობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მცირე, რამდენიმე თვე მომიწევდა აქ ყოფნა და აქედან გამომდინარე, ვაგრძელებ მუშაობას.

თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ამ მთავრობას, გავაგრძელებ მუშაობას იუსტიციის მინისტრის რანგში.  როდესაც ჩეხ მოსამართლეს თავისი ვადა ამოეწურება, ამის შემდეგ შევუდგები ჰააგაში ჩემსა საქმიანობას,” – აცხადებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არჩეული მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე.

წაკითხვა 432 ჯერ