"ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები მოიტანს მეტ დასაქმებას რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის"
მისი თქმით, 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.
„დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის და ბათუმის შემოვლითი გზის და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების დასრულების შემდეგ, 2024 წლამდე დამატებით აშენებული იქნება 200 კილომეტრამდე ავტობანი. დაიწყება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალის 27კმ-იანი ჩქაროსნული გზისა და ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ასევე გაგრძელდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სარეაბილიტაციო და შეკეთების სამუშაოებიც და 2024 წლამდე რეაბილიტირებული იქნება 1500 კმ- მდე გზა და 200-მდე ხიდი. დასრულდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების-ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხის გზების მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამით ჯამში, რეაბილიტირდება 200 კმ გზა.
„2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებლობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გააადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"