„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონულად აირჩევს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს.
როგორც პარტიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს. გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში.
პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.
ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.
დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია პარტიის ფეისბუქგვერდზე.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში