გოგი წულაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა
ქუთაისის მერიასთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პროტესტის ნიშნად დაწვეს.
ამ ფორმით მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა.
მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა