" მედიკამენტებზე მზარდი ფასები ჭამს პენსიასა და სოციალურ შემწეობას"
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, სიმძიმემ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო სხვადასხვა მიმართულებით ქუჩაში პოლიტიკური აურზაური ამ პრობლემის დამძიმების ბიძგი აღმოჩნდა.
იგი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ქვეყანა ამ მიმართულებით და მოლოდინია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც ჯანდაცვასა და სოციალურ თემატიკას პირდაპირ ეხება.
„ჯანდაცვაში 50 პროცენტი ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70 პროცენტი არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი – ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატისგან იყო პირობა, რომ ის იქნება პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მან გამოხატა პოლიტიკური ნება, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური ნების თამასა კიდევ უფრო უნდა აიწიოს. მინდა გთხოვოთ, რომ გაგვაცნოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მზაობა, რომ ამ პოლიტიკურ ნებას ჩვენ ერთად დავდებთ და ეს იქნება პირობა იმისა, რომ გავალთ შედეგზე და ქვეყანაში ეს სექტორი იქნება არა უმძიმესი ტვირთი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით