"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!"- გახარია ოპოზიციას
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს. ეს არის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები.
ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ პროგრამების ეფექტურობა თავიდან განვიხილოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
გიორგი გახარიას თქმით, არის დარგები, სადაც საჭიროა ახალი პროგრამების შემოღება, ასევე არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები იქნება გასაუქმებელი, რადგან აღნიშნული ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება სხვა მიმართულებით იქნას გამოყენებული.
„სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს. ეს არის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ პროგრამების ეფექტურობა თავიდან განვიხილოთ. არის დარგები, სადაც ჩვენ დაგვჭირდება ახალი პროგრამების შემოღება, არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები უბრალოდ, იქნება გასაუქმებელი, იმიტომ, რომ ეს ხარჯი და ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ სხვაგან. ესეც სერიოზული შინაარსობრივი სამუშაოა, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი