"ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს"- ირაკლი კობახიძე
ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს - ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ბევრი სვლა და ბევრი მანევრი, ხოლო ოპოზიციას “პრაქტიკულად ნულოვანი სვლების “ბაგაჟი“ და ნულოვანი მანევრი აქვს“.
კობახიძის აზრით, ოპოზიცია ცდილობს მოძებნოს იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი, რაშიც თავი თავად ჩაიგდეს.
“ისინი ხვდებიან, რომ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს. მათ ორი არჩევანი რჩებათ – ერთია, ცუდი და მეორე - უარესი. ცუდია შემოსვლა და უარესია – არშემოსვლა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, ჩვენ ბევრი მანევრი გვაქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ, თანდათან უკან დაიხიონ და მოძებნონ, გამოსავალი მათთვის შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდან, რაშიც ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაიგდო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ “ოპოზიციამ ზეპირად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ყველა წინადადებას უარით უპასუხა“.
“უარს ამბობენ ყველანაირ გადამოწმებაზე - მათ შორის გადათვლაზე თქვეს უარი, კამერების ნახვაზე თქვეს უარი, დებატებზე თქვეს უარი და ახლა უკვე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამბობენ უარს. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ კომისია შევქმნათ, ყველაფერი გადავამოწმოთ და თუ მინიმალური გადახრა მაინც დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. მათი პასუხი არის უარყოფითი. მიზეზი არის მარტივი: – მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც 1%-იანი და არც 0,1%-იანი გადახრა არ დაფიქსირდება, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. ეს პრაქტიკა მათ ჰქონდათ 2012 წლამდე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს პრაქტიკა საქართველოში სწორედ 2012 წლიდან აღიკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"