ამ გვერდის ამობედვა

პარლამენტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯიადა დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.

წაკითხვა 414 ჯერ