"გიორგი რურუა რომ ციხეშია, მეტწილად, ოპოზიციის ბრალია" - ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ "მთავარი არხის" თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.
"8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა? ერთადერთი, გიორგი რურუა დატოვეს და იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ. ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, სიმართლე გითხრათ, ყველამ თავი დახარა. ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". - ამბობს ელისაშვილი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- “სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა