"ოპოზიციურ შეხვედრაზე არ დაგინახო მოსული" - ხაზარაძე ელისაშვილს
პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს.
ელისაშვილის თქმით, ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ,,ქართულ ოცნებას" შეხვდა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილს ამის დამტკიცება მოსთხოვა.
,,სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ,,ქართულ ოცნებას" შეხვდა.
თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი", - მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე