"თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!" - წულუკიანი ელისაშვილს
ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი.
„პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება.
ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერი ჩაგვაწერინეთ. მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ** ** და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია.
დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ – ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.
სიახლეები
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია
- "ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ"
- "დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის" - ელენე ხოშტარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრისთვის
- "შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით -ადამიანიდან ადამიანამდე" - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად